|
2020-11-02 14:09:28, 3484 ნახვა
გიგი უგულავა - დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს
დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, ან მეათე მოწვევის პარლამენტი ჩამოიშლება. „სრულიად ცალსახაა ერთი რამ, დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, ამიტომ, „ევრპული სქართველოს“ გადაწყვეტილებაა სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს, არც ერთი ჩვეთანაგი არ მიიღებს გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: პირველი ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის „ჯამახერიას“ და ის აუცილებლად მაინც არალეგიტიმურობის, აბსურდულობის გამო მაინც ძალიან მალე ჩამოიშლება. ამიტომ ჯობს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი არჩევანი გააკეთოს და წავიდეთ, ის რაც სჭირდება ქვეყანას, ცვლილებები, ამ არჩევნებზე ეს გამოჩნდა, საოგადოების გულის წადილი, რომ სჭირდებათ ცვლილებები, ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ეს „ჯამახერია“ მაინც ჩამოიშლება”, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე, მანდატებსა და მეორე ტურში მონაწილეობზე უარს აცხადებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)