05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 11:18:38, 720 ნახვა

ეკონომიკა
„ავერსის“ შვილობილი კომპანია „მედალფა“ თბილისში მრავალპროფილურ, ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს ხსნის

თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება.

კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს, ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატება.

„მედალფას“ ახალი მრავალპროფილური, ამბულატორიული  სამედიცინო ცენტრი  წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

სამედიცინო ცენტრში  შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. ცენტრში მიიღებთ როგორც სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის კვლევებს, როგორიცაა:  ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია, ინსემინაცია და  კლინიკური ლაბორატორიული კვლევები.

მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი  13:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, „ავერსის“ ხელმძღვანელები.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics