02:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 10:54:36, 519 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა.

პროექტი დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში ტყის მართვის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, ასევე სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს ტყეებში გავრცელებული მერქნიანი სახეობების და ტყის მავნებელ დაავადებათა შესახებ გზამკვლევი მომზადდა.

პროექტი “კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ტყის მდგრადი მართვა ბორჯომის რაიონში” ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის კვლევითი ცენტრის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) მხარდაჭერით განხორციელდა.

„პროექტი 2 წლის წინ დაიწყო და ის მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის განვითარებას ბორჯომის და ბაკურიანის რეგიონში. დღეს ქართველ კოლეგებთან მიღებულ შედეგებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა“, - განაცხადა ავსტრიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა მიქაელ სუტერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics