|
2020-11-01 11:41:23, 2485 ნახვა
ირაკლი კობახიძე - პროგნოზი, რომ „ქართული ოცნება“ 60%-ს აიღებდა რეალური იყო, თუმცა პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა
პროგნოზი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60 პროცენტს აიღებდა, საკმაოდ რეალური იყო, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ორკვირიანმა მოვლენების განვითარებამ, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა. იყო ორი ძირითადი ფაქტორი. ამაზე ალბათ მოგვიანებით შეგვეძლება, საზოგადოებას ვესაუბროთ. საკმაოდ რეალური იყო პროგნოზი, ბევრად უფრო მაღალი შედეგით, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა უარყოფითი გავლენა. მათ შორის, პანდემიამ. რა თქმა უნდა, პანდემიას აქვს ორი ეფექტი. იცით, რომ ინფიცირების შემთხვევები არის გაზრდილი, გარდა ამისა, ეკონიმიკური და სოციალური მდგომარეობაც მცირდება პანდემიის ფონზე, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ბუნებრივია, ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას არჩევნების დინამიკაზე, მხარდაჭერის დინამიკაზე. ანუ ეს ფაქტორები იყო, თორემ რეალურად რომ ჩატარებულიყო, დავუშვათ სადღაც თვენახევრის წინ, 60-პროცენტიანი შედეგი იყო აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)