09:28 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:34:14, 2348 ნახვა

ზაალ უდუმაშვილი - მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დარღვევები, ამის შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს შემოდის

„დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება და ამის შესახებ ინფორმაცია აქტიურად შემოდის“, - ამის შესახებ „ენმ- ძალა ერთობაშია-ს“ ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები 2020 არის უმნიშვნელოვანესი დღე და  მიუხედავად იმისა რომ „ქართულ ოცნებას“ მობილიზებული ჰყავს თავიანთი წარმომადგენლები, მოსახლეობას არ ეშინია.

„აქტიურად მიდიან არჩევნებზე და აძლევენ ხმას. ასეთი უპრეცენდენტო აქტივობა იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება.

არის დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით და  ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ წუთს შემოდის.

იმ ადგილებში სადაც იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა გადასატანი ყუთით უნდა მისცენ ხმა დაფიქსირდა დარღვევები. მაგალითად ქუთაისის 112-ე უბანზე ერთ-ერთმა პირმა მისცა ხმა და ხმის მიცემის შემდეგ მას გადასცეს თანხა, ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა გვაქვს.

კვლავ ხდება სუსის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა. ასევე ზეწოლას ახდენენ ჟურნალისტებზე ვისაც აქვს სპეციალური „კარუსელის“ პროგრამა, რომელიც აფიქსირებს მეორედ ხმის მიცემის ფაქტებს.

თუმცა მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მათი ზეწოლა ამ პროგრამის წარმატებით მუშაობას ხელს ვერ შეუშლის, მაინც შევძლებთ ყველა უბნის გაკონტროლებას „კარუსელის“ საშუალებით.

ასევე მინდა განვაცხადო რომ ზუგდიდში კაზინო „ვეგასის „ წარმომადგენლები ვინმე გია სალიას ხელმძღვანელობით ცდილობენ „კარუსელის“ განხორციელებას.

კონკრეტულ პირებს ექნებათ ბეჭდები ან სამაჯურები, რომლის საშუალებითაც შევლენ საარჩევნო უბნებზე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შემდეგ მათ ხელმძღვანელობენ. 

გვესმის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც კარგად ესმით, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან.

მე მინდა მივმართო ყველა საჯარო უწყების წარმომადგენელს და ასევე კომისიის წევრებს, რომ ნებისმიერი გაყალბების მცდელობა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება კანონმდებლობით.

მინდა მოვუწოდო საზოგადოებას მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდება საქართველოსთვის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics