|
2015-09-22 16:45:58, 3495 ნახვა
რეგიონი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დონაციის აქცია ჩატარდა
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დღეს უანგარო დონაციის აქცია „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უანგარო დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტების გამგეობების, გამგეობებს დაქვემდებარებული სამსახურების, საკრებულოების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გაეცნენ. სისხლი შპს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის შეგროვდა, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ბავშვებს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები (ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბოციტული მასა, თრომბოკონცენტრატი და სხვა). აქციის ფარგლებში ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდა შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, აივ ინფექცია და სიფილისი. უანგარო დონაციის აქციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)