05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 16:13:31, 642 ნახვა

ეკონომიკა
ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი

პოლონეთის ქალაქ პოზნანში საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით სურსათის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე წვენების, თხილის,  მინერალური წყლისა და  ღვინის წარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქცია განთავსდა. გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: „არომაპროდუქტი“, „კულა“, „ნატექსი/ნატსჯი“, „საგა-2008“, “Anka Fair Trade“, “აერ კომპანი“,“Wine man“, „წყალი მარგებელი“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ სისტემატურად ეხმარება ქართულ კომპანიებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის სასურსათო გამოფენებში. ამით ხელი ეწყობა როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზებას უცხოეთში, ასევე ყალიბდება სათანადო პლატფორმა ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების მიმართულებით.

„Polagra Food 2015” საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის საგამოფენო სივრცე 65 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 45 სხვადასხვა ქვეყნიდან 1 300-ზე მეტ მონაწილე კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორისაც გადაწყვეტილებათა მიმღებთა (decision-makers) სახით წარმოდგენილია კომპანიები: Aldik, Alma, API Market, Auchan, BAĆ-POL, Carrefour, Chata Poska, Czerwona Torebka, Delikatesy Centrum, Delikatesy Zielony koszyk, Dino, E. Leclerc, Eko, Emperia, EPI Market, Euro Sklep, Eurocash, Grupa Chorten, Grupa PASSA, Hitpol, Intermarche, Jeronimo Martins, Kaufland, Kolporter, LD Holding, Lewiatan, Lidl, Makro, Małpka, Netto, Piotr i Paweł, POLOmarket, Przyjazny Sklep, RABAT Detal, Selgros, Sieć Sklepów Poziomka, Słoneczko, Spar, Grupa Kapitałowa Specjał, Społem, Stokrotka, Tesco, Topaz, Zielony Market, Żabka Polska და სხვა.

საერთაშორისო გამოფენა „Polagra Food 2015” 24 სექტემბრამდე იფუნქციონირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics