16:00 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 12:53:25, 864 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ატიურად გრძელდება. ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მაცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

„ქალაქ ბოლნისი გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და ვცდილობთ ჩვენს ქალაქს კატარინენფელდის დროინდელი იერსახე დავუბრუნოთ. ამიტომ  ქალაქის მასშტაბით ქუჩებზე ქვაფენილების დაგება აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის ორი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, პროექტი დროულად შესრულდა, ამიტომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ნებართვით, წინა სამუშაოების ეკონომიის ხარჯზე, უბნების მოწყობის მესამე ეტაპი დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზდება და აქ ცხოვრება კომფორტული ხდება. ამ ორი უბნის მოწყობა შემდეგ წელს სრულად დასრულდება“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics