|
2015-01-29 11:00:20, 2555 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოითხოვა
სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის რეგულარულად წარდგენა დაავალა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით, იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია. ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სამინისტროები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობას ყოველი თვის დასაწყისში წარუდგენენ. პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ, რომლის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე გუშინ პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლოს იგეგმება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)