|
2020-10-27 10:43:33, 465 ნახვა
საზოგადოება
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” 2020 წლის კონკურსი დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” ფინალური ღონისძიება გახსნეს. კონკურსში ჩართული 700-მდე სკოლის მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ, საგანმანათლებლო და კვლევით ღონისძიებებს. კონკურსში მონაწილე სკოლებიდან გამოვლენილი 34 ფინალისტიდან, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლამ მოიპოვა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაზე, ახალი კანონპროექტების შემუშავებასა თუ ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი თუ ამ ყველაფერს ხარისხიანი განათლებით არ გავამყარებთ”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად იყო ჩართული კონკურსის ყველა ეტაპზე. შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, ცენტრმა რამდენიმე ნომინაცია დააწესა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ქ.თბილისის 176-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, გიორგი სებისკვერაძეს „მწვანე ჯილდო 2020“ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გადასცა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის რჩეული „ეკოსპიკერი“ მოსწავლე ქ.სენაკის წმ.ალექსი შუშანიას სახელობის სკოლის წარმომადგენელი ანა შამათავა გახდა. ასევე, ფინალში შეირჩა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ეკოკლუბი. აღნიშნული ჯილდო ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდს გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრადიციული პრიზი „ერთი დღე მინისტრთან“ კი გამარჯვებული გუნდის ლიდერს ამინა ხანგოშვილს გადაეცა, რომელიც ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმუშავებს. სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)