|
2020-10-26 23:46:05, 4164 ნახვა
იოსებ ხახალეიშვილი: ვეტერანებს ჩვენგან შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისელ ვეტერანებს შეხვდა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოსთვის და აქვთ უფლება, ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და აქვთ უფლება ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთრი აზრი. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საჭიროების შემთხვევაში ისინი პირველები დადგებიან ქვეყნის სადარაჯოზე. ვაფასებთ მათ საქმიანობას და ჩვენგან შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ. ჩვენ დავიწყეთ განვითარების პროცესი, რომელიც სულ მალე ახლიდან აიღებს სტარტს, როგორც კი პანდემია დამთავრდება. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო არ ტოვებს თავის მოქალაქეებს მარტო, ეს დღევანდელობამაც გვიჩვენა. ჩვენ გვინდა, ვეტერანებს არ დასჭირდეთ საკუთრ უფლებებზე საუბარი და სახელმწიფოს მათთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ გეგმაში გვაქვს ქუთაისის განვითარება და ამის გაკეთება თითოეული მოქალაქის ჩართულობით. მალე ისევ გვესტუმრებიან ტურისტები, ავმოძრავდებით, განვვითარდებით ინფრასტრუქტურით და ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ეს არ არის იდეალიზმი, ეს არის ჩემი, როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. თავის მხრივ ქუთაისელმა ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას. ამავდროულად ისაუბრეს საკუთარ უფლებებსა და ვეტერანების თემის პრიორიტეტულ საკითხად წამოწევაზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)