|
2020-10-26 14:17:21, 697 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს არჩევნებზე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეებში, არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს, რათა ადამიანების ხმები მოიპაროს ამ არჩევნების მოსაგებად. „ის დადგენილება, რომელიც ცესკომ გამოსცა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა მოტივები გააჩნიათ. ამ დადგენილების მიხედვით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, აქ ცალსახად ჩანს, რომ ერთხიმხრივ, არც ბაზები გააჩნიათ და სრულიად მოუმზადებლები არიან, მეორემხირვ ჩანს, რომ დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა არის ძალიან მცირე. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ათეულ ათას ჩვენ მოქალაქეს არ ექნება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩვენებში. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, ეს არის სრულიად დაუშვებელი და ეს არის ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა და მეტყველებს ორ რამეზე, თუ როგორი ჩამონგრეული და მართლა ჩაფლავებული მთავრობაა, რომელსაც ელემენტარული, ასეთი საკითხების მენეჯმენტიც კი არ შეუძლია, ან შეუძლია და ვერ აკეთებს და მეორე მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს ამ არჩევენის მოსაგებად, მაგრამ არცერთი ეს ინსტრუმენტი არ იმუშავებს და აუცილებლად დამარცხდებიან, მათ შორის ამის გამოც 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა კაპანაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)