02:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 11:43:39, 563 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების სამ დღიანი აქცია დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციული ერთეული გარემოსდაცვით კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ჩაერთო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობის მისაღებად შედგა გრაფიკი რის მიხედვითაც სოფლის წარმომადგენლები სხვადასხა დროს დაიწყებდნენ ტერიტორიების დასუფთავებას.

მათივე ინფორმაციით,  დასუფთავდა ანაკლიის სანაპირო ზოლი და ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური ნაწილი. ნარჩენებისგან გასუფთავდა ზღვის სანაპირო. ცენრტალური ტრასები და ტროტუარები, სკვერები დასუფთავდა ცაცხვის, ორსანტიის, განმუხურის, დიდინეძის, ინგირის, დარჩელის, კოკის, ახალსოფლის ტერიტორიაზე. მდინარის სანაპიროები გაიწმინდა ცაიშის, ჯიხაშკარის ტერიტორიაზე.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა რუხის #1 სასაფლაოს ტერიტორია და დაიდგა ნაგვის ურნაც. დასუფთავების აქციაზე მონაწილეობას ღებულობდნენ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, საბავშო ბაღის აღსაზრდელები და სოფლის დამლაგებლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დასუფთავების აქცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics