|
2020-10-26 11:49:44, 8879 ნახვა
სპეციალური ანონსი
სანთლის ცვილი, საპონი და პოლიეთილენის ფერადი პარკი - გაეცანით უვადო პატიმრის, იბრაჰიმ არუთინიანის შემოქმედებას
გთხოვთ ყველას, მობრძანდეთ ჩვეთან და ნახოთ, რა შეუძლია უვადო პატიმარს ციხეში, რომელმაც 15 წელი გაატარა მარტომ საკანში და აჩვენეთ სხვებსაც, ოცდეს ხალხმა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ნუთუ აუცილებელია ვინმე მოკვდეს, მოკლან, თავი მოიკლას... რომ მასმედიის ყურადღება მიიქციოს, - ასე იწყება უვადო პატიმრის წერილი, რომელიც N6 დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა იბრაჰიმ არუთინიანმა მასმედიის წარმომადგენლებს გამოგვიგზავნა. „ექსპრესნიუსი“ დაუკავშირდა პატიმრის დედას, რომელმაც მისი შვილის შემოქმედება გაგვაცნო. როგორც ცნობილია, იბრაჰიმ არუთიანიანი უკვე 15 წელიწადია, რაც მარტო, საკანში იმყოფება და დარჩენილი ცხოვრების გატარებაც მას, სწორედ მანდ მოუწევს. როგორც მის წერილშია აღნიშნული, მისი მიზანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, უვადო პატიმრები ადამიანები არიან, ცოცხლები, რომლებიც მუშაობენ, სწავლობენ, უყვართ თავისი ოჯახის წევრები და რაც მთავარია, არ ეზარებათ შრომა. იბრაჰიმ არუთინიანის, რომელიც ოთხ კედელში გამოკეტილი აგრძელებს ცხოვრებას, მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიცნოს მისი შემოქმედება, რომელსაც ის საპნისკან, სანთლის ცვილისგან და პოლიეთილენის ფერადი პარკებისგან ამზადებს. ათასგვარი ჯარისკაცის ფიგურა, პორტრეტები... ეს ყველაფერი მის სახლში ინახება, რომელსაც დედა უვლის, უვლის და ცდილობს, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა იცოდეს მისი შვილის შესახებ. ჩვენც გვხვდა წილად, რომ იბრამიჰ არუთინიანის შემოქმედებას გავცნობოდით და გვინდა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა შეუძლიათ უვადო პატიმრებს ციხეში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|








ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)