|
2020-10-25 17:29:24, 693 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან. 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან. საუბარი ხელისუფლების და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. "მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე. საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისადმი თანადგომა, ეკონომიკური დახმარება, რომელსაც საქართველოში მყოფ ოჯახებს უწევთ - დასაფასებელია. საქართველოს, თქვენს სამშობლოს აქვს წარმატებები და მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვინარჩუნებთ მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი და მისი უფლებები. ჩვენ ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად" - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)