|
2015-09-22 10:41:23, 504 ნახვა
საზოგადოება
მაკა ასათიანი: ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე „სტუდია მაესტროს“ ერთ–ერთი პარტნიორის განცხადება, მცდარია
შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორი, 25% წილის მფლობელი მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ–ერთი პარტნიორის განცხადება, ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე, მცდარია და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. როგორც ასათიანი ამბობს, „ტელემაესტროს“ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება. "როგორც ცნობილია, შპს "სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით. ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენად, შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით. ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა. ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება. რაც შეეხება "ტელემაესტროს" მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც "მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ტელემაესტროს" არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან",– ნათქვამია განცხადებაში.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)