11:35 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 18:30:03, 1883 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო - კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული არც ერთი პრეპარატი კვლევისას არ გამოდგა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო წამლების საერთაშორისო კლინიკური გამოკვლევის შედეგები.

აღნიშნული შედეგები ჯერჯერობით წინასწარია და სტატიას არ გაუვლია ჯერჯერობით რეცენზირება, მაგრამ იმედი აღარ არის: არც ერთმა კვლევაში ჩართულმა პრეპარატმა არ მოუტანა კოვიდ19-ით ინფიცირებულ პაციენტებს სარგებელი.

ყველაზე საწყენია ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირ“-ის მდგომარეობა, მასზე დამყარებული იყო იმედები, სხვა კვლევების პირველადი შედეგებით, თუმცა ახალი კვლევების შედეგებმა საწინააღმდეგო აჩვენა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გავიგოთ აღნიშნული წინააღმდეგობა, „მედუზა“ დაუკავშირდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, სამეცნიერო ექსპერტს ილია იასნოგს.

„რემედიზივირის“ პრეპარატი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი კოვიდ19-ის წინააღმდეგ და აჩვენებდა დამაიმედებელ შედეგებს.

ჩვეულებრივ ახალი წამლების გადამუშავება საჭიროებს ათ წლამდე პერიოდს და უმეტეს შემთხვევაში სრულდება კრახით. კოვიდ19-ის პირობებში კი, დროის სიჭარბე არ აქვთ ექსპერტებს, ამიტომ კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე ექსპერტებმა სცადეს არსებული პრეპარატების გამოყენება.

ამასთან, ვირუსის საშიშროების მიუხედავად, არანაკლებ საშიში შეიძლება აღმოჩნდეს დაჩქარებული რეგისტრაცია და ფართო არეალზე ახალი პრეპარატის გატანა.

ის, რომ გარკვეული პრეპარატი ადრე მალარიას, აივ ინფექციას ან გრიპს კურნავდა, არ ნიშნავს, რომ ეფექტური და უსაფრთხო იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, „რემედიზივირის“ გამოყენებას არ აქვს ეფექტი, ან ის უბრალოდ მცირე რაოდენობითაა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics