|
2015-01-29 10:50:55, 2672 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი იყიდა
თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის 39 მილიონი ლარის მოცულობის მიკრო სესხების პორტფელი შეისყიდა. გარიგება ბანკებს შორის ორმხრივი დაინტერესების გამო შედგა. პროკრედიტ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული რეორგანიზაციის შემდეგ მიიღო - ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთა და მიკროფინანსირების ბაზარი დატოვა. თიბისი ბანკის გადაწყვეტილება კი, პირიქით, მიკროფინანსირების ბაზარზე გაფართოებისა და შემდგომი ზრდის სტრატეგიამ განაპირობა. პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელის შეძენა თიბისი ბანკისთვის ნიშნავს რამდენიმე ათას ახალ კლიენტს, მიკროფინანსირების ბაზარზე წილის მნიშვნელოვან ზრდას და რეგიონებში კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას. „პროკრედიტ ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს მიკროფინანსირების ბაზარი, მოგვცა საშუალება, გვეფიქრა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე ამ სეგმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მიკროფინანსირების ბაზარზე დიდი ზრდის ამბიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესყიდა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი, რომელიც გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ყველა რეგიონში და შემატებს რამოდენიმე ათას მზარდ მიკრობიზნეს კლიენტს. ამით თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის წილს მიკრო სესხების ბაზარზე და გაამყარებს სალიდერო პოზიციას “, - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა. ცნობისთვის, თიბისი ბანკისა და მიკროსაფინანსო ბანკ კონსტანტას, იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი გასულ კვირას დასრულდა. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია და მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)