19:39 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 15:10:38, 577 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: უამრავი „პოლიტიკური სვავი“ ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი

„პოლიციამ უდავოდ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ზუგდიდის ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ როგორ უხელმძღვანელა ზუგდიდის ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 „დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იქ იყო, ზუგდიდში, და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი „პოლიტიკური სვავი", ხეზე შემომჯდარი, ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics