02:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 13:32:14, 525 ნახვა

საზოგადოება
1 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 70 ლარი ეღირება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქციის პერიოდში 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.

აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.

10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტი განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა.

აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც პასპორტი უფასოდ გაიცემა.

ასევე აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან და პასპორტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად  საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

 არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის,

პასპორტის მისაღებად, მოქალაქეს განაცხადის ჩაბარება  იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics