|
2015-09-21 12:11:08, 767 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში კურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონ ლარს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. აქედან, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მილიონ ლარს მიაღწია. „კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის - 6,6 ათას ტონამდე და თელავის - 4,4 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)