2020-10-19 12:58:03, 540 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი საზოგადოებას დავით-გარეჯის საქმეზე ღიად მსჯელობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავით-გარეჯის საქმეზე საზოგადოებას ღიად მსჯელობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, დავით-გარეჯის მონასტერი არის საქართველო და ამ სიწმინდეს ვერასოდეს ვერავინ შეეხება.
„ჩემი მოწოდებაა, რომ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრით და სატელევიზიო ინტერვიუებით, არაც არაფერი მიემატება და არც არაფერი დააკლდება. დავით-გარეჯის მონასტერი არის საქართველო და ვერასოდეს ვერავინ ვერ შეეხება ამ სიწმინდეს. ამის შესახებ მსჯელობა და ისტერიაა საზოგადოებაში. ამაში დიდი მონაწილეობა და ლომის წვლილი აქვთ ჟურნალისტებსაც, ეს არის მხოლოდ ზიანის მომტანი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,