22:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 11:23:06, 463 ნახვა

კომენტარი
უგულავა სწავლის აუდიტორიაში დაწყებაზე - არჩევნებზე ახალგაზრდები რეგიონებში ვერ დაბრუნდებიან, რათა „ოცნებას“ „პანჩური არ ხიონ“

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგძელებასთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს.

უგულავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოხდება რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებზე ახალგაზრდები არ დაბრუნდნენ უკან და „ოცნებას“ „პანჩური არ ხიონ“.

„ექვთიმე&ოცნება! თქვენი თაღლითი დედა ვატირე. უკვე ერთი კვირაა რექტორები, ექიმები, პარტიები, არასამთავროები გეუბნებით, რომ 19 ოქტომბერს უმაღლესში ტრადიციული წესით სწავლების დაწყება სარისკოა, რადგან მაქსიმუმ ერთ კვირაში შეწყვეტა მოგვიწევდა.

18 ოქტომბერს საღამოს რომ აცხადებ, ეს ნიშნავს, რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრას, მხოლოდ ერთი მიზნით, 31-ში უკან არ დაბრუნდნენ, რომ ოცნებას პანჩური არ ხიონ არჩევნებზე. ამისთვის გაწირეთ სტუდენტები, რადგან თუ სადმეა ეპიცენტრი ეს თბილისშია. უმკაცრესად დაისჯება „ოცნება“ ამ კორონათაღლითობისთვის. დაბრუნდებიან სტუდენტები თავისი რეგისტრაციის მისამართებზე და მშობლებთან ერთად, ბებია ბაბუებთან ერთად ოცნებას წირვას გამოუყვანენ. ასე იქნება ეს!“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics