|
2020-10-17 23:19:37, 3686 ნახვა
კახა კალაძე - ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი
„ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მას რიგით ჯარისკაცებად გვერდში დავუდგებოდით საქართველოს მოქალაქეები“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კალაძემ განაცხადა. „დღეს, „ქართული ოცნების" ერთიანი გუნდი ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურასა და ისტორიას ინახავს. აქ ჩამოსვლა გულწრფელად მიხარია, რადაგანაც თქვენ ხართ გამორჩეულად მშრომელი, ენერგიული, პატრიოტი და კულტურული ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მხარე, თავისი მუნიციპალიტეტი და თავისი ქვეყანა. სამეგრელომ და მეგრელებმა საკუთარ თავზე ბევრი სირთულე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე მომენტები გადაიტანეს, თუმცა ყოველთვის ახერხებდით, რომ უდიდესი შემართებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ეს ყველაფერი გადაგელახათ და ახალი შემართებით გაგეგრძელებინათ ცხოვრება. არ წავალ შორს და ყველაფერს არ გავიხსენებ, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მას რიგით ჯარისკაცებად გვერდში დავუდგებოდით საქართველოს მოქალაქეები. „ნაცონალური მოძრაობის" დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა. რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებში დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ტერორითა და ძალადობით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას - თავიანთი ტელევიზიებით კი მოდელირებულ რეალობას გადმოსცემდნენ და სიცრუის ნიაღვარით ცდილობდნენ ნგრევა შენებად, წაგებული ომი გამარჯვებად, ადამიანების ღირსების შელახვა კი განვითარებად წარმოეჩინათ. ეს ხალხი ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ჩავაბარეთ წარსულს. 2012 წლის შემდეგ დავიწყეთ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ზუგდიდში უამრავი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ადამიანს დაუდგა გვერდით და თანადაფინანსების პროგრამებით, ახალი საწარმოების გახსნით ბევრი ადამიანი დასაქმდა და საკუთარი საქმე წამოიწყო. განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა და რაც მთავარია, მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი და ძვირფასი - თავისუფლება. ზუგდიდში არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც განხორციელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელშემწყობ პროექტებს, ასევე, გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მინდა, გამარჯვება და წარმატებები გისურვოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)