2020-10-17 13:12:03, 816 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა ქალაქი ფიზული დაიბრუნა
აზერბაიჯანმა სომხეთის ჯარის მიერ დაკავებულ ქალაქ ფიზულიზე კონტროლი აღადგინა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ჯარმა რაიონულ ცენტრ ფიზულიზე და მის მახლობლად მდებარე 8 სოფელზე დაიკავა.
"ფიზული ჩვენია. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ ფიზულიზე, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ ქალაქისგან ფაქტიურად არაფერი დარჩა. ქალაქში ერთი დაუზიანებული შენობა აღარ არის. დანგრეულია სახლები, საზოგადოებრივი და რელიგიური დანიშნულების შენობები. ფიზულის ნანგრევები სომხური ფაშიზმის მტკიცებულებაა. თუმცა, ჩვენ ქალაქს აუცილებლად აღვადგენთ. ფიზულელები ქალაქში დაბრუნდებიან და თავიანთი წინაპრების საფლავებს მოინახულებენ. ფიზულის მეჩეთებს აღვადგენთ და მინარეთებიდან ისევ მოლების ხმას მოვისმენთ", - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,