2020-10-17 11:34:15, 1420 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა პარიზში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას ისლამისტური ტერაქტი უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა.
ამის შესახებ BBC წერს.
„მასწავლებელი იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ისინი ვერ გაიმარჯვებენ .... ჩვენ ვიმოქმედებთ!“, - განაცხადა პრეზიდენტმა შემთხვევის ადგილიდან.
შეგახსენებთ, რომ პარიზის მახლობლად, ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე სკოლის მახლობლად მოხდა. მსხვერპლი კოლეჯის მასწავლებელია, რომელმაც სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.
თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი სტუდენტის ნათესავია, რომელიც წარმოშობით ჩეჩენია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან