|
2020-10-15 23:39:10, 689 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო ჯამში პოზიტიური იყო
ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო ჯამში პოზიტიური იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრლა მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებატებში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ყველა დასკვნა იყო დადებითი. „დასკვნა საერთო ჯამში იყო პოზიტიური. 2013 წლიდან მოყოლებული ყველა საბოლოო დასკვნა იყო პოზიტიური, რაც შეეხება ბოლო ტალღას, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები ასრულებს მუშაობას. ამიტომ ან შემდეგ პარლამენტს უნდა განეხილა ეს საკითხი, ან უნდა დაგვემთავრებინა, პირადი კომუნიკაციები გვქონდა და ვენეციის კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ ჩვენ გვქონდა ბოლო სხდომა, სადაც შეგვეძლო მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ასეც მოვიქეცით და ძალიან სასიხარულოა, რომ დასკვნა პოზიტიურია. იქ იყო რამდენიმე გამოწვევაზე საუბარი და ჩვენ ვაგრძელბთ მუშაობას, გამორიცხულია ითქვას, რომ იდეალურად დასრულდა ყველაფერი და გამოწვევა აღარ არის. გამოწვევები უამრავი რჩება და როდესაც ჩვენ ვამბობ, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის უმნიშნელოვანესი ეტაპი და რაც არ უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, შედეგი მივიღედ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ აუცილებლად“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)