|
2020-10-15 13:45:02, 619 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს ოფიციალური პოზიციაა
არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არავის ეგონოს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, კოვიდ19-ით ინფიცირების ზრდა შეჩერდება. „დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის, არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია, ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება და არავის ეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდა, ჩვენ რაც ვთქვით, რესტორნების მუშაობის ვადის შეზღუდვითაც, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ ჩვენ ეს მოგვეხმარება სისწრაფის კონტროლში, ისევე როგორც ყველაზე ქმედითი ინსტრუმეტნი არის პირბადე და დისტანციის დაცვა. ამიტომ რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში, რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელება და სიკდილიანობა“, - განაცხადა პრემიერმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)