2020-10-14 14:01:17, 644 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთისთვის მიუღებელია თურქეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შესახებ
რუსეთისთვის მიუღებელია თურქეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პოზიცია უცვლელია, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი აღნიშნული კონფლიქტის გადასაჭრელად.
„თურქეთის როლი ყარაბაღში - დიახ, ჩენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ პოზიციას, რომელიც გაახმოვანა თურქეთმა და შემოდგომში განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ალიევმა, რომ არსებობს და დასაშვებია კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა. სამწუხაროდ, თურქეთმა გამოთქვა მზაობა, რომ მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა კონფლიქტის გადაჭრისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან