|
2020-10-13 16:33:16, 579 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან ხელისუფლებას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს მომზადებული
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა დასაკარგი დრო არ არის. როგორც ექსპრეზიდენტი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, შესაძლოა, ხელისუფლებას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს მომზადებული, რისი საშუალებაც არ უნდა მიეცეთ. „31 ოქტომბერს არ გვაქვს ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს გადაწყდება, საქართველო გაქრება რუკიდან, ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ქართველი ხალხი გამარჯვებას მოიპოვებს. ამიტომ, მინდა მოგმართოთ „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული, კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ამის კეთების საშუალება რომ არ მივცეთ, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მარტო „ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. მოდით ვიმუშავოთ. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი. ახლა არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყოველი წუთი არის ძვირფასი. მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ და გამარჯვება იქნება, თუ ყველანი ჩვენს ინდივიდუალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)