|
2020-10-13 13:47:18, 494 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელმაც ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა
„სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში. „მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, საცხოვრისი, ჯანმრთელობა, ქონება, და ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში. ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)