2020-10-13 10:47:52, 1153 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა აქტიური საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა , - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც "არმენპრესი" იტყობინება, აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დილით მოწინააღმდეგემ განაახლა საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილო – აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით, რასაც თან ახლავს აქტიური სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა. მოწინააღმდეგე განსაკუთრებით აქტიურია ფრონტის ხაზის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში. მტრის ცეცხლის ჩასახშობად და მისი გეგმების ჩაშლის მიზნით, თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ატარებენ ადეკვატურ ზომებს ყველა მიმართულებით”, - განაცხადა შუშან სტეპანიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან