|
2020-10-12 13:16:25, 441 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - სააკაშვილმა საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა
სააკაშვილმა მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა, მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტები, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მარტო შეუძლია გამარჯვება. „მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთ აღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. მთავარი ამოცანაა – 1. ოცნება 40 პროცენტს ქვემოთ დარჩეს; 2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი; 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილის ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა ადამიანი, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. ხოლო ჩვენ, ვისაც ოცნება ნაცებს გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში. ხალხი, ვინც სხვადასხვა პარტიაში ვართ და ცივილიზებულად შეგვიძლია თანაარსებობა. დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)