2020-10-10 14:10:16, 1298 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„10 ოქტომბრის 12:00 საათზე გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, აზერბაიჯანის აწილებმა 12:05 საათზე დიწყეს შეტევა ყარახამბელის სექტორზე. არტაშის თავდაცვის არმიის ნაწილები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რათა აღკვეთონ მტრის თავდასხმა", - წერს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში.
ამასთანავე, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სამხედრო ქალაქები ტერტერი და აგდამი დაბომბა.
ოფიციალურმა ბაქომ ერევანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების „უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა, რასაც სომხეთი კატეგორიულად უარყოფს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან