00:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 17:23:04, 959 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია РИА Новости ავრცელებს.

ქვეყნის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება და საგანგებო წესები, იქ შექმნილი რთული სიტუაციის გამო მიიღო.

„მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია, მასობრივი აქციები საშიშ ფორმას იღებს“, - აცხადებს ყირგიზეთის პრესცენტრი.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ემსახურება ყირგიზეთის მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვას.

სორობაი ჟეენბეკოვის გადაწყვეტილებით საგარეო საქმეთა მინისტრი ალმაზბეკ ოროზალიევი დედაქალაქის კომენდანტად დაინიშნა.

ბიშკეკში ასევე გამოცხადდა კომენდანტის საათი.

მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილისთვის აკრძალულია სახლიდან გამოსვლა. მასობრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანებს ევალებათ წარმოადგინონ პირადი დოკუმენტები.

ცნობისთვის, ყირგიზეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე თანამდებობიდან გადადგეს. ქვეყანაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების გამართვა  დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics