19:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 18:29:00, 522 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენს მეგობარ ქვეყანას, აზერბაიჯანს, მეგობრულად ველაპარაკებით და საზღვრების დადგენის საკითხშიც ასევე გაგრძელდება

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს  მეგობრულად გადავწყვეტთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოს აზერბაიჯანთან  საპრეტენზიო არაფერი გვაქვს.

„არანაირი სხვა ტენდენცია, გარანტიას გაძლევს, არც ერთი სხვაგვარი პოზიცია, ჩვენგან, ჩვენი ხელისუფლებიდან, არასდროს არ წავა.  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია და არც ექნება მსგავსი დაძაბულობები, მითუმეტეს მეგობრებთან. ჩვენ მეგობრობის ჩარჩოს, კამათის დონეზეც კი, არ გავცდებით. ოფიციალური სტრუქტურები ამას უზრუნველყოფენ და ეს ურთიერთობა დარჩება ისეთივე, როგორიც არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics