03:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 14:17:59, 927 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატს მხარი დაუჭირა

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საფინანსო ზედამხედვლობის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატს მოუსმინეს. 
მთავრობამ, პარლამენტს საბჭოს წევრობის კანდიდატებად ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვზანაძე და საშა ტერნესი წარუდგინა. მეხუთე კანდიდატს, კი, მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს ოქტომბერში წარუდგენს. 
აღნიშნულმა კომიტეტმა ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. 
დადგენილი წესის თანახმად, საბჭოს წევრობის ერთი კანდიდატი 5  წლის, დანარჩენები კი, 7 წლის ვადით ინიშნებიან. 
ცნობისთვის, „საქართველოს ეოვნული ბანკის“ შესახებ მოქმედი კანონის თანახმად,  იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი გაუქმდა.
სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო იქნება, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობას განახორციელებს. 
სააგენტოს უმაღლესი ორგანო იქნება სააგენტოს საბჭო, რომელიც 7 წევრისგან დაკომპლექტდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics