|
2020-10-06 18:38:20, 2302 ნახვა
სპორტი
საქართველოსა და სომხეთს შორის მატჩი პოლონეთში გაიმართება
ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მატჩს ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქს ტიხში გამართავს. გადაწყვეტილება უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო მიიღო. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში განაცხადა. „უეფას გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება“ , - ვკითხულობთ სფფ-ს განცხადებაში.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)