2020-10-06 10:07:23, 942 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთში საპროტესტო აქციებზე 1 ადამიანი გარდაიცვალა, 590 ადამიანი კი დაშავდა
ყირგიზეთში საპროტესტო აქციებზე 1 ადამიანი გარდაიცვალა, 590 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოგვიანებით დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ და ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს.
დემონსტრანტები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიამ შეძლო.
დემომსტრატები არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. Reuters-ის ინფორმაციით, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან