19:57 - 22 Jul, 2026
|
2020-10-05 18:22:28, 523 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს „ქართული ოცნების“ მორიგ ბიუროკრატიულ თავგასულობას უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. აბესაძის თქმით, ბიუჯეტში კიდევ უფრო გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და მასში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესები. „2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობის და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ბიუჯეტი. ვხედავთ, რომ ზოგადად საბიუჯეტო სახსრები გაზრდილია, გაზრდილია სახელფასო ფონდი, იზრდება კვლავ სახელმწიფო ვალი, ვერ ვხედავთ გადასახადების შემცირებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, რაც უნდა გახდეს ბიზნესისათვის სწრაფად რეაბილიტაციის და ამ კრიზისიდან გამოსვლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა“, - განაცხადა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)