2020-10-05 10:22:49, 901 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ავტომობილით ქალაქის ქუცებში გამოჩნდა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო დატოვა და ქალაქის ქუჩებში ავტომობილით გავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
კლინიკის დატოვების შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს თანადგომისთის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპს ვირუსი ჯერ არ დაუმარცხებია. პრეზიდენტის მოულოდნელი გასეირნებას კი კლინიკის ექიმის კრიტიკა მოჰყვა.
„ვაფასებ ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომლებიც ახლა საავადმყოფოს გარეთ არიან. ფაქტია, რომ ისინი ხედავენ, რომ მას უფრო ძლიერად ვაქცევთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - წერს ტრამპი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი რამდენინმე დღის წინ დაუდგინა. 74 წლის დონალდ ტრამპი დადასტურებული დიაგნოზით მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან