09:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 11:24:18, 519 ნახვა

სამართალი
პროკურორი - შაქარაშვილის დედა წერილში განმარტავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა მისთვის მძიმე იქნებოდა

გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ამ პირობაში ჩვენების მიცემა, მისთვის მძიმე იქნებოდა.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა და განმარტა, თუ რატომ განაცხადა უარი გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ სასამართლოში მისვლაზე.

„ქალბატონი თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 6 პირიდან თითოეულთან მიმართებაში სასამართლოს მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო. დაფიქსირებული იყო წერილში, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ამ პირობაში ჩვენების მიცემა მისთვის მძიმე იქნებოდა“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics