|
2020-10-01 21:25:10, 532 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური
გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია, რადგან სრულიად სხვადასხვა ძალებით, სხვადასხვა წარმომავლობის ხალხმა მონახა ძალა, დადგეს ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს ერთიანმა ოპოზიციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წარადგინა თავისი საარჩევნო სიები პროპორციულ მანდატებზე და ეს არის მართლაც, ჩემს მახსოვრობაში, საუკეთესო საარჩევნო სია, რომელიც როდესმე ვინმეს წარუდგენია საქართველოში. ეს არის შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, წარმატებული გამოცდილების, პროფესიონალების, ახალგაზრდების, ენერგიის, პატრიოტიზმის და ყველაფერს იმისა, რაც საჭიროა ახლა საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად. სიის სათავეშია ბუბა კიკაბიძე, ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს იმიტომ, რომ მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს, რომ ჩასულიყო და ერთხელ მაინც ემღერა რუსეთში რუსეთის მთავრობისთვის. მან ყოველთვის თქვა ამ ცდუნებაზე უარი და ძალიან მაღლა დაიჭირა ღირსება, უფრო მეტიც, მისი უამრავი ინტერვიუ არის ის, რაზეც ძალიან ხშირად აპელირებენ ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, რადგან ის არის ერთ-ერთ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მთელს მსოფლიოში. სიაში არის ნონა მამულაშვილი, ეს არის ძალიან მაგარი პოლიტოლოგი, ეკონომიკის სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, სრულიად ახალი ადამიანი ქართული პოლიტიკაში, რომელიც მანამდე არ ყოფილა არც ერთ პარტიაში, ასეთი ხალხი უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. აქ არის მანუჩარ კვირკველია, რომელიც პეკინის ოლიმპიადის დროს, როდესაც საქართველოს ბომბავდნენ, მოიპოვა ოლიმპიური ტიტული და დაამარცხა ფინალში რუსი მეტოქე“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ყველა ლიდერი პროპორციულად გადანაწილდა სიის მინიმუმ 60-70 ადამიანზე. „ყველა ლიდერი პროპორციულად გადანაწილდა სიის მინიმუმ 60-70 ადამიანზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული, ყველა ეს ლიდერი გავა, მოემსახურება ხალხს და პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით შეცვლის საქართველოში რეალობას. აქ არის დევი ჭანკოტაძე, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც იყო აფხაზეთის დროს არტილერიის მეთაური და ვიდრე დევი იყო აფხაზეთში, მანამდე ვერავინ იღებდა ქართველების კუთვნილ ტერიტორიას. როგორც კი არტილერია და დევი გამოიყვანეს შევარდნაძის ბრძანებით, დაეცა სოხუმი, მაგრამ სწორედ დევის გმირული ქმედებების შედეგად შევინარჩუნეთ რამდენიმე დღე ფრონტი, ვიდრე მოვახდინეთ საერთაშორისო ძალების მობილიზაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად 2008-ში. დევი რომ ჩვენთან არის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)