|
2020-10-01 13:52:12, 546 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. როგორც საოლქო ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედ ამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან. თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)