17:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 13:37:12, 444 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასული რვა წელი შეაფასა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ არის გამოწვევებიც, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია.

„ბევრი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, შეიძლება ჩვენ ყველა დარგი და მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამეა გაკეთებული განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების. სასამართლოს რეფორმა თუდაც, თუმცა დასრულებული არ არის და აუცილებელია მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით არის ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველო ყველზე მეტად დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია. მთავარი მიზანი არის ის, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი.

რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც პრობლემებიც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა გამოსასწორებელი მითუმეტეს პანდემიის ფონზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics