16:25 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 15:54:12, 682 ნახვა

პოლიტიკა
საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის  კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.

„საგადასახადო შემოწმების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი სიახლეა საგადასახადო შემოწმების პროცესში და მისი გამოყენება პრაქტიკაში პირველად მოხდება. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია: საგადასახადო შემოწმების პროცესის გამარტივება, გადასახადის გადამხდელის დროის დაზოგვა, ეფექტური და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელება, არსებული რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება, ხარისხის კონტროლის სტანდარტის დაცვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება. აღნიშნული პროექტი ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ამისთვის კი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ასეთი  შეხვედრებია,“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების სამმართველოს უფროსმა ავთო სვანაძემ, კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

ლევან კაკავამ, კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას აუდიტის დეპარტამენტის  უფროსი პაატა კილაძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანტონ ძამაშვილი და საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი შოთა მინაშვილი, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ,,ქეიფიემჯი ჯორჯია“ (KPMG),  ,,ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერს საქართველო“ (PWC), EY-ის,  ,,ბიდიო საქართველო“ (BDO), და სხვა აუდიტორული კოპმპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics