10:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 11:02:58, 535 ნახვა

სამართალი
გურჯაანში 51 წლის მამაკაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება საკუთარ ნათესავთან მოუვიდა.

დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics