01:07 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 14:38:27, 542 ნახვა

საზოგადოება
„დელტა“ კაბალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დელტაში“ აცხადებენ, რომ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა.

„სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16 სექტემბრის 19:00  სთ-დან კახეთის რეგიონში სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების საზღვარზე დაფიქსირდა განვითარების პროცესში მყოფი შიდამასიური სეტყვის ღრუბელი, ხოლო  21:00-დან 00:00-მდე ღრუბელმა განვითარება დაიწყო გურჯაანის, ყვარლის, თელავის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონების თავზე.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სეტყვის ალბათობა 80%-ს აღემატებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 15-დან 30 მმ- მდე მერყეობდა, ხოლო ღრუბლის მასების საერთო ფართობმა 1500 კმ2-ს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

- “სტიქიის თავიდან აცილების მიზნით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დღემდე უპრეცენდენტო სამუშაოები გაატარა და ზემოთაღნიშნულ რაიონებში 15-ჯერ განახორციელა ღრუბლების სარაკეტო დამუშავება. გასროლილ იქნა 160 ერთულამდე რაკეტა”, - განაცხადა სსსტც “დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.

ზემოქმედების შედეგად ღრუბლების სრული მასა ადგილზე ჩამოიცალა წვიმისა და უწვრილესი, უვნებელი ყინულის კრისტალების სახით.

სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა.

“დელტა” აღნიშნული რაკეტების შესყიდვას მაკედონიიდან ახორციელებს და, შესაბამისად მსგავსი ხარვეზი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შესწავლა, რათა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული, ხოლო რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, ის სრულად იქნება ანაზღაურებული”, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics