|
2020-09-29 13:26:51, 506 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მთავრობა უნდა იყოს ხალხის უსაფრთხოების დამცველი და არა „ცუდი ძიძა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს
ეს ჭაობი, რომელიც შექმნა ივანივილის რეჟიმმა, უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ პარტიული სიის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა უნდა იყოს ხალხის დამცველი გარე საფრთხეებისგან და არა „ცუდი ძიძა“, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს. „მე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხათ,ჩემთვის თქვენ ყველანი ხართ ის ლიდერები, აქ მყოფ ადამიანებთან ერთად, ვისი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს ჭაობი რომელიც შექმნა ივანივილის რეჟიმმა დასრულდეს, რომ მოვიდეს გარდამტეხი ცვლილება. და უბრალოდ ისე კი არა ივანიშვილი არ იყოს და რაღაცა იქნება. არა, სწორი გეზით, სწორი კომპასით, ქვეყნის წინსვლით და არა წარსულში ყურებით, წინ წაყვანა საქმის ყველა მოქალაქისთვის- ეს არის თქვენი, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ რომ, ევროპული საქართველო, თქვენი ლიდერობით, აუცილებლად შევასრულებთ. ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. მაგრამ ჩვენ ევროპული საქრთველო სხვებისთვის იმისგან განვსხვავდებით იმით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისა, რას გავაკეთებთ. ჩენ ვიცით, რომ მთავრობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პირობები შეუქმნას ხალხს, რომელსაც უნდა საკუთარი შრომით ბედნიერების მოპოვება. რაც დღეს ხდება, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯზე მთავრობის ბიუროკრატები თავს იმდიდრებენ- ეს არის ამოსავალი წერტილი ივანიშვილის რეჟიმის და ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც უნდა მოხდეს გარდატეხა. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, კერძო საკუთრებაში მივცემთ ქონებას ხალხს და მივცემთ ყველას შანსს, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით მოიპოვოს კეთლდღეობა და მთავრობა იყოს მისი უსაფრთხოების დამცველი, გარე საფთხისგან დამცველი და არავითარ შეთხვევაში ის ცუდი ძიძა, რასაც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს დღეს და რასაც წერტილს დავუსვამთ. მოკლედ, ყველამ ერთად, ევროპული საქართველოს, თქვენი ლიდერობით უნდა ვიაროთ წინ, არ ვიყუროთ ნოსტალგიით უკან, მათ შორის ისინიც, რომლებიც ოდესღაც მთავრობაში ვიყავით, იმიტომ რომ წარსული თავის წარმატებებით და ჩავარდნებით არის წარსული და უნდა გვქონდეს ხედვა მომავლის. თქვენ ხართ მომავლის ლიდერები და ჩვენ ერთად მოვახდენთ გარდამტეხ ცვლილებებს ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)