|
2020-09-28 23:48:35, 410 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - შარვაშიძისა და ავტომშენებლის დასახლებაში გაიმართა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სურს პირადად მოისმინოს იმ ქუთაისელების პრობლემა თუ მოსაზრება, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს. "ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. არიან მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე მოსვლას, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად ვესტუმრო მათ, გავაცნო საარჩევნო პროგრამა და მოვისმინო რა აწუხებთ, რომელი ყოფითი პრობლემა აქვთ პირველ რიგში მოსაგვარებელი, რას მიიჩნევენ თავიანთ ქუჩებზე და საკუთარ ქალაქში შესაცვლელად. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო აზრს ვისმენ ჩემი თანამოქალაქეებისგან, მაქვს გარკვეულწილად იმ საკითხების მონახაზი, რომელიც სწორედ მათი შეხედულებების გათვალისწინებით გაკეთდება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)